მომაკვდინებელი ჰაერი ჩვენ გარშემო

780_shutterstock.jpg
წყარო: http://www.liberali.ge

თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემა დიდი ხანია რაც დგას. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ყოველწლიურ სტატისტიკას, რაც პრობლემის სიმწვავის აღქმაში გვეხმარება. გარდა ამისა საქართველოს აქვს ევროკავშირისგან ნაკისრი ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ჩართულობას, 2018 წელს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა საკომიტეტო მოკვლევა. რა არის ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი და სად ვეძებოთ გამოსავალი?!

ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები

  • ავტოტრანსპორტი – 2018 წლის აუდიტის სამსახურის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოში ავტოტრანსპორტს ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე დიდი როლი აქვს.
    • გაუმართავი ავტოტრანსპორტი – 2018 წლამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ იყო სავალდებული კერძო ტრანსპორტისთვის, თუმცა 2016 წელს იმ სატრანსპორტო საშუალებების 76%-ს არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, ვისთვისაც კანონით აუცილებელი იყო. გარდა ამისა ავტოტრანსპორტის უმრავლესობას კატალიზატორი არ აქვს. მანქანის ეს ნაწილი საჭიროა იმისთვის, რომ მანქანამ ნაკლებად დააზიანოს გარემო.
    • უხარისხო საწვავი – საქართველოში პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის აზერბაიჯანული სოკარის დიზელი, რითიც შემდეგ მარაგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ცქრიალა შერმადინის, სტუდია მონიტორის ჟურნალისტის, განმარტებით ზემოაღნიშნული საწვავი უხარისხოა და ევროსტანდარტებში არ ჯდება.
    • მეორეული მანქანები – საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი მეორეული მანქანების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. 10 ან მეტი წლის ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გაუმართავია.

წარმოგიდგენთ დიაგრამას, სადაც ასახულია თუ რა ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დადიოდნენ 2016 წელს საქართველოში:
h

სტატისტიკა:

  • 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ აქვს გავლილი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%-ს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია -2016 წელს დაჯარიმებულია მხოლოდ 13.6%.
  • 10.2016 – 03.04.2017 პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 04.04.2017 – 06.10.2017 პერიოდში – 40%. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.
  • იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით,2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს (იელის უნივერსიტეტი 2016) იკავებს, ხოლო ჰაერის ხარისხით 2014 წელს იმავე უნივერსიტეტის კვლევით, საქართველო იმყოფებოდა 110-ე ადგილზე (იელის უნივერსიტეტი 2014).
  • 2016 წლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის თანახმად ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.
  • WHO-მ, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიხედვით საქართველო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამ ჩამონათვალი სტატისტიკების ბოლო ორი მონაცემი 2018 წლოის 10 ივლისს გაირკვა, რომ მცდარია. ინტერნეტ გამოცემა ტაბულას ინფორმაციით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა, რომ გამოთვლაში დაუშვა შეცდომა და ისიც დაამატა, რომ საქართველო მსოფლიოში არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლლით.

Snapshot(2).png

ladoo-306ivp740pt7o94zn5l5hc
წყარო: http://www.axa.ge

რადიოლოგი ლადო კახაძის თქმით ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ბევრი ფულის დახარჯვა, თუმცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ ამ თანხის გადახდა პრობლემის პრევენციაში გვირჩევნია თუ აფთიაქის დახლთან.

გარდა გაუმართავი ავტოტრანსპორტისა, გარემოს დაბინძურებაში საქართველოში დიდი წილი აქვს რესტორნების სამზარეულოებიდან შავ გამონაბოლქვს. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ გადაღებულ ვიდეო მასალას:

მთავრობის ჩართულობა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა საკომიტეტო მოკვლევა. კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, მისი განკარგულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სულ 15 წევრია. 19.04.2018-დან 01.06.2018-მდე კომიტეტის წევრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი ჰაერის დაბინძურების შესახებ, რომელიც ნებისმიერ მოქალაქესაც შეეძლო აეტვირთა.

საკომიტეტო მოკვლევის შედეგად:

  • კომიტეტი შეიმუშავებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას;
  • კომიტეტი აღმასრულებელ უწყებებს წარუდგენს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ინსტრუქციების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი საპარლამენტო კონტროლი,”- ვკითხულობთ პარლამენტის ვებ-გვერდზე

ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი ნორმების შეუსაბამობა ევროსტანდარტებთან:

BLOG-1024x600-European-Union-flag-on-cracked-texture-background-iStock-894602360.jpg
წყარო: http://www.blogs.imf.org

ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან მიმართებაში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ზოგიერთი მოთხოვნა ჯერ არ შესრულებულა, მაგალითად:

  • მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებით (PM) დაბინძურების ზღვრული ნორმები არ არის დადგენილი ეროვნული კანონმდებლობით.
  • ევროდირექტივით29 მოთხოვნილი დიზელის ხარისხის ნორმები არ არის მოყვანილი შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
  • გოგირდის, აზოტის, ნახშირბადის ჟანგეულები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების, კადმიუმის, ნიკელის და სხვა ნივთიერებების დასაშვები ნორმები არ შეესაბამება სტანდარტებს28.
  • არ არის დანერგილი მავნე ემისიების პროგნოზირებისა და მონიტორინგის მოდელირების სისტემები.
  • ევროკავშირის დახმარებით გარემოს დაცვის სამინისტროში მომზადდა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმა 30,  რომელიც არ არის დამტკიცებული საკანონმდებლო დონეზე, თუმცა წარმოადგენს გარემოს სამინისტროს შიდა სტრატეგიას. ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით, უწყებას განსაზღვრულ ვადებში უნდა განეხორციელებინა მოსამზადებელი სამუშაოები საერთაშორისო ვალდებულებების დროულად შესასრულებლად. აღნიშნულ გეგმაში
    გაწერილი ღონისძიებების შესრულება მიმდინარეობს ვადების გადაცილებით.

გთავაზობთ გადაცემებს ჰაერის დაბინძურების თემაზე:

ახალი ამბების მიზნობრივი გაყალბება

რა არის fake news?

გაყალბებული ამბავი არის წინასწარი განზრახვით დამახინჯებული ან შეთხზული ამბავი, რომლის მიზანიცაა აუდიტორიის მოტყუება. იკითხავთ, რაში შეიძლება ადამიანს დასჭირდეს ახალი ამბის გამოგონება ან თუნდაც შელამაზება?! მიზეზი ბევრია: პირადი ან პარტიული ინტერესები არჩევნების წინა პერიოდში, ფულადი მოგება, პირადი შურისძიება, კონკრეტული ადამიანის გაპიარება და სხვა მრავალი..

Simple Red Infographic.jpg
წყარო: http://www.imedinews.ge

21-ე საუკუნეში უფრო მარტივია ასეთი ნიუსების გავრცელება, თუმცა მათი გადამოწმებაც მეტად მარტივი გახდა მრავალი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დეზინფორმაციის მიზნით გავრცელებული ახალი ამბები მთელ მსოფლიოში დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ სტატიაში რამდნეიმე ქვეყნის და ორგანიზაციის მაგალითზე ვნახავთ თუ როგორია საერთაშორისო მდგომარეობა fake news-ების მხრივ.

 

facebook-ი , როგორც fake news-ების წყარო.

Facebook’s-News-Feed-changes-are-probably-going-to-be-great-for-fake-news-796x417.png
წყარო: https://tintuctrongngay.mobi/mark-zuckerberg-gui-tin-nhan-doi-thu-tien-phi-dung-facebook.html

„ფეისბუქის მთლიანი კონტენტი, 99%-ზე მეტი, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ავთენტურია“- ამბობს მარკ ცუკერბერგი

 

2017 წელს აქტუალური გახდა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დეზინფორმაციის გავრცელების არა ერთი შემთხვევა. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ შემდეგ ზომებს მიიღებდა: იმ ინფორმაციას, რომელიც არ იქნება გადამოწმებული ან იქნება საეჭვი შინაარსის გამაფრთხილებელი ტექსტი დაედება, სადაც ეწერება, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ყალბი. ამას დამატებული, მან თანამშრომლობა დაიწყო ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Snopes.com და Associated Press. ამას დამატებული facebook-ს დაემატა ახალი ფუნქცია „Tips for spotting false news” ანუ ყალბი ამბების ამოსაცნობი კრიტერიუმების ნუსხა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მადგანს:

მარკ ცუკერბერგის მსგავსად, გერმანიის სახელმწიფომაც გადაწყვიტა ზომები მიეღო დეზინფორმაციის წინააღმდეგ რაც გამოიხატება იმაში, რომ არასანდო ახალი ამბები სპეციალური ნიშნით იქნება მონიშნული. გარდა ამისა ქვეყანაში წარადგინეს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით დაწესდება ჯარიმა იმ სოციალური ქსელებისთვის, რომლებიც არ წაშლიან ყალბ ახალ ამბებს.

ოლგა იურკოვამ, უკრაინელმა ჟურნალისტმა დაარსა კომპანია StopFake, რისი მიზანიცაა ინფორმაციების გადამოწმება. ის ამჟამად მუშაობს 11 ენაზე. ამ დრომდე კომპანიის ფარგლებში გამოვლენილია 1,000 მცდარი ნიუსი უკრაინაში და 10,000-ზე მეტ ადამიანს ასწავლა თუ რიგორ გადაამოწმონ ფაქტები და ისტორიები.

_100802963_40478829375_6f8bce3b30_z.jpg
წყარო: http://www.bbc.com

მიუხედავად მიღებული ზომებისა, მაინც შეუძლებელია გაყალბებული და შეკერილი ამბების აბსოლუტური კონტროლი სოციალურ ქსელში.

2017 წლის გაყალბებული ამბები:

  1. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოსამა ბინ-ლადენის თეთრ სახლში სტუმრობის შესახებ ისაუბრა, რად შემდგომში აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა მართალი. ბინ-ლადენი თეთრ სახლში არც არასდროს ყოფილა და არც ჰილარი კლინტონთან ჰქონია სურათი. მარჯვენა სურათი არის ორიგინალი, ხოლო მარცხენა ფოტოშოპით არის გაკეთებული.
DNkCKMiX0AAxMx7.jpg
წყარო: http://www.twitter.com

2. Newsweek FALSELY-მ გამოაქვეყნა მცდარი ინფორმაცია, რომ პოლონეთის პირველმა ლედიმ დონალდ ტრამპს ხელი არ ჩამოართვა. თუმცა მოგვიანებით გავრცელა ეს ფოტო:

newsweek-polish-handshake_1516224132.jpg
წყარო: http://www.gop.com

 

აქ შრომა თავგანწირვაა !

 

IMG_1149
თბილისში გამართული, აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებული, ჭიათურის მაღაროელების მხარდამჭერი აქცია. ფოტოს ავტორი: ნინო გაბისონია.

რა მოხდა 5 აპრილს? 

59 წლის გოგი რაფავა, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 46 წლის მირზა ქურციკაძე, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი და 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი  თავიანთი სამუშაოს შესრულებისას, ტყიბულის მინდელის შახტში, გარდაიცვალნენ. სამთო მასის ჩამოშლის შედეგად ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების გარდა კიდევ ორი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმავე შახტში 2017 წელს 6 ადამიანი გარდაიცვალა.

რა მოხდა 26 მარტს?

45 წლის ზაზა აბრამიშვილი, ჭიათურის შუხუთის მაღაროში ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ ადგილი სადაც ზაზა აბრამიშვილი მუშაობდა ავარიული იყო. ირაკლი პეტრიაშვილმა, “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნული ადგილი ავარიული იყო: “ჭერი გასამაგრებელი იყო, რაც სწორედ ზაზა აბრამიშვილს ევალებოდა და რაც მას დაემართა მისივე გაუფრთხილებლობის ბრალი იყო”.

ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებიც მანგანეზისა და ნახშირი მოპოვებას შეეწირნენ. გთავაზობთ სტატისტიკას:

Navy and Teal HIVAids Social Media Graphic (1)

2018 წელს, პროფკავშირების სტატისტიკური მონაცემებით სამუშაოს შესრულებისას უკვე 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

რას აპროტესტებენ მომუშავეები?

ჭიათურის მაღაროებში მომუშავე ადამიანები უკვე რამდენი წელია გამოდიან პროფკავშირების ორგანიზებულ აქციებზე და მოითხოვენ საკუთარი შრომის ადეკვატურ ფულად ანაზღაურებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას. იმ საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, როდესაც წელიწადში საშუალოდ 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი იღებს მძიმე საწარმოო ტრავმას. მიუხედავად ამისა, ყველა უკმაყოფილო მემაღაროვეს არ ჰყოფნის გამბედაობა საჯაროდ გამოვიდეს დამსაქმებლის წინააღმდეგ, რადგან არსებობს რეალური საფრთხე, რომ ამის გამო სამსახურიდან დაითხოვენ. სამუშაო ადგილზე პრობლემათა ნუსხა გრძელია. როგორც მომუშავეები ირწმუნებიან, არ არსებობს სათანადო სამედიცინო დახმარება, წამლების ნაკლებობაა, დამსაქმებლებს არ აძლევენ თავიანთ კონტრაქტებს, მათ აიძულებენ 12 საათიანი სამუშაოს შემდეგ 12 საათი სანატორიუმში გაატარონ და ასე გრძელდება 15 დღის განმავლობაში გადაბმულად. თუმცა ყველაზე დიდ პრობლემად მომუშავე ადამიანები აღიქვამებ მატერიალურ მხარეს. პირველ რიგში მოითხოვენ ხელფასების მატებას, ხოლო უსაფრთხოება და პირობები უკანა პლანზე ინაცვლებს.

რამდენად დაცულია მომუშავეთა სიცოცხლე?

 

 

 

This slideshow requires JavaScript.

უსაფრთხოება მაღაროში კონტროლირდება მხოლოდ 6 თვეში ერთხელ სამთავრობო საზედამხედველო ორგანოს, შრომის დეპარტამენტის მიერ. ის კი უუფლებო და უუნაროა ვინაიდან მას არ აქვს ადეკვატურ დროის შუალედში მაღაროების შემოწმების უფლება მოსამართლის ნებართვის გარეშე, არ აქვს სანქცირების უფლება და შემოიფარგლება მხოლოდ გაფრთხილებებით და ბოლოს, სამთავრობო შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება გაუფრთხილებლად მივიდეს ობიექტზე. პროფკავშირები, ის არასამთავრობო გაერთიანებაა, რომელიც მომუშავე ადამიანების ინტერესებისთვის და ულებებისთვის იბრძვის.

ზოგადად, საშიშპირობიან სამუშაოებზე მომუშავე ადამიანთა უფლებები რეგულირდება პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით.

 

იმის შემდეგ, რაც 2017 წლის 9 მაისს სამუშაო მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 4 ზეინკალი სატვირთო ლიფტის ჩავარდნისას, პარლამენტმა დაიწყო მუშაობა “კანონზე შრომის უსაფრთხოების შესახებ”, რაც ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს. 2018 წელს 7 მარტს მესამე მოსმენით პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო მათი აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, 88 ხმით არცერთის წინაააღმდეგ.

ვის ხელშია ჭიათურაში მომუშვე მაღაროელების ბედი?

“Georgian American Alloys” არის ამერიკული კომპანია, რომლის დაქვემდებარებაშიც 2006 წლიდან არის ჭიათურაში მყოფი კომპანია „ჯორჯიან მაგანეზი“ – ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი.  ამჟამად კომპანიაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიერ 2017 წელს დანიშნულია სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი. ამის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ ზემოაღნიშნულის მუშაობამ დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა როგორც ნიადაგის, ასევე მდინარეების დაბინძულების მხრივ. სპეციალურ მმართველს კი გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მისია აქვს. ის თანამდებობაზე 2020 წლამდე ვადით დაინიშნა. რაც შეეხება ძველ მმართველს, ის ამერიკელი წარმომადგენლების მიერ იყო დანიშნული, უკრაინელი ვლადიმირ ლოზინსკი. სწორედ ის გარემოს მიყენებული ზიანისთვის სასამართლოდ დააჯარიმა 370 მილიონი ლარით. დღეს კვლავ მიმდინარეობს სასამართლო დავა ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის. ამერიკულმა წარმომადგენლობამ არბიტრაჟში გაასაჩივრა ზემოთ ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

რამდენად ახლოსაა საქართველოში არსებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან?

 

 

international-labour-organization
წყარო: https://guardian.ng/appointments/how-shoddy-preparations-cost-nigeria-ilo-governing-board-seat/

“ILO” არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ქვეყნები ერთიანდებიან მთელი მსოფლიოდან. მისი წევრები მუშაობენ შრომის კონვენციებზე, რომლებიც ეყრდნობა უმაღლეს სტანდარტებს. შესაბამისად იქ, სადაც ამ ორგანიზაციის მითითებებს ითვალისწინებენ, მაღალი შრომის სტანდარტია. საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ აქვს არც ერთი “ILO”-ს კონვენცია რატიფიცირებული და, შესაბამისად, მაღალი სტანდარტებიც არ არის გათვალისწინებული.

 

არჩილ ტატუნაშვილი

DBB7C49F-87E5-43E4-A2CE-5C7271FC622F_cx0_cy41_cw0_w1023_r1_s
წყარო:არჩილ ტატუნაშვილის სოციალური გვერდი

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში ცხოვრობდა. ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე იყო. „რადიო თავისუფლების“ ცნობით ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა და ამიტომაც საზღვარს ხშირად და თავისუფლად კვეთდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. 22 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს და წამებით მოკლეს იმის გამო, რომ საქართველოს დროშაზე ფეხის დაბიჯებაზე უარი განაცხადა.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის დაჭერის მიზეზი გახდა მისი სავარაუდო მონაწილეობა  2008 წლის ომში და „ოსების გენოციდში“. ინტერნეტ გამოცემა jam news-ის ცნობით, ოსეთის მხარემ განაცხადა, რომ დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა მათ კითხვებს არ უპასუხა და იზოლატორში გადაყვანისას წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს, რა დროსაც იარაღის წართმევა სცადა. შეხლა-შემოხლის დროს კიბეზე დაგორდა, რამაც შემდგომში გულის უკმარისობით სიკვდილი გამოიწვია. ინტერნეტ გამომცემლობა news.on.ge-ს ცნობით ოსური მხარე ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ტატუნაშვილის გადასარჩენად ყველა შესაძლო ხერხი სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მისი ცხედარი 20 მარტს, სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში გადასცეს ქართულ მხარეს. სახლში გადასვენებამდე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ოსურმა მხარემ მისი გადმოსვენება 26 დღით გააჭიანურა. ამის გამოც ეჭვი გაუჩნდა ქართულ მხარესა და ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს, რომ ის ცხინვალის ციხეში სასტიკი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა და არა გულის უკმარისობით. ხოლო ამ დროის განმავლობაში სხეულზე ძალადობის კვალის დაფარვას ცდილობდნენ.

ქართული ექსპერტიზა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველადი ექსპერტიზით ტატუნაშვილს სერიოზული დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. სანამ ექსპერტიზა დასკვნას გამოიტანდა დავით ქაცარავამ, ანტისაოკუპაციო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თავის facebook გვერდზე დადო ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მდგომარეობაში იყო არჩილ ტატუნაშვილის სხეული საქართველოში ჩამოსვენებისას:

„სანამ ექსპერტიზა დადებს ოფიციალურ დასკვნას, მე გეტყვით რა ვნახე საკუთარი თვალებით…მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე.“

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროკავშირის კონგრესის პრეზიდენტი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს მეგობრობას, თანამშრომლობას და თანადგომას სთავაზობს. საქართველოს მთავრობა  პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ხოლო ევროპულმა საქართველომ რუსეთისთვის სანქცირება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა მოითხოვა.

465c356fcbcef367bc805e73441fb984
გიგა ოთხოზორია. წყარო: პირადი სოციალური ქსელი

მსგავსი გამოცდილება საქართველოსთვის ახალი არ არის. 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში, 31 წლის გიგა ოთხოზორია საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს აფხაზმა მესაზღვრეებმა. მას 6 ტყვია ესროლეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შედეგად ქართული მხარის ხელში აღმოჩნდა მისი მკვლელობის ვიდეო მასალა. მიუხედავად ამისა, აფხაზურმა მხარემ არ დააკმაყოფილა ზუგდიდის სასამართლოს მოთხოვნა მკვლელის პატიმრობის შესახებ.

რას გულისხმობს რეზოლუცია?

 „რეზოლუცია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრომლობის პროდუქტი, გზავნილია რუსეთისადმი არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას ასევე არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მიმართ. „ – წერია რადიო თავისუფლების ინტერნეტ გვერდზე. გარდა ამისა რეზოლუცია  რუსეთს სთხოვს :

  1. შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
  2. შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია
  3. გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ
  4. კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
  5. გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესაქმნელად

რა არის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“?

რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, მას რუსეთის შემაკავებელი ეფექტი ექნება. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. სიის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვა აამოქმედოს. სიაში იმ პირების სახელები შევა, ვინც საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა ან მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. გარდა უშუალო დანაშაულის შესრულებლებისა, სიაში მოხვდებიან დანაშაულის დაფარვასა და მისი ხელშემწყობი პირები.

რა სანქციები დაეკისრებათ სიაში შესულ პირებს?

  1. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შემავალ პირებს დაუყადაღდებათ ის ქონება, რომელზეც საქართველოს მთავრობის ხელი მიუწვდება
  2. მათ შეეზღუდებათ ქონების გადაადგილება თუ შეძენა, ასევე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებში
  3. ისინი ვერ მიიღებენ ვიზებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სამოგზაუროდ;
  4. ისინი ვერ ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლებიც საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის აქვს დაწესებული – მაგალითად, ვერ იმკურნალებენ საქართველოში.